საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებების შეტანას მიესალმება

20 მარტი 2018

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის  პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას იმსახურებს.

როდესაც საზოგადოება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ეფექტიან და გამჭვირვალე პროცესზე საუბრობს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პროცედურას და ხარისხიანი პროგრამის განსაზღვრას. აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვახსოვს საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ხარვეზები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას.

ასევე,  ახალი წესის თანახმად, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს  კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა და ვალდებულება, რომ კომისიის ყველა წევრს გავლილი  უნდა ჰქონდეს სპეციალური ტრენინგი. ამ კუთხით, რეგულაცია დღემდე არ არსებობდა.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გამჭვირვალე და განჭვრეტადი  წესის საფუძველზე ჩატარება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის ეფექტურობას, მართლმსაჯულების ხარისხს  და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. კვალიფიციური მოსამართლე კი ეფექტიანი მართლმსაჯულების გარანტიას წარმოადგენს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი